"გაკეთების ბრალი კი არა, ანგარიშის პრობლემაა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ თბილისის ყოფილმა მთავარმა არქიტექტორმა, ირაკლი როსტომაშვილმა დედაქალაქში გახშირებულ დატბორვებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში უხვი ნალექი ნამდვილად ფიქსირდება, თუმცა ინჟინერიაში გათვლები ყოველთვის პიკურ დატვირთვაზე უნდა კეთდებოდეს.
"დავიწყოთ იმით, რომ აშკარად ნალექები გაზრდილია. მაგას ყველა ხედავს. ასეთი ზაფხული გახსოვთ? ძალიან ადვილად შეიძლება ნახოს კაცმა ნალექების საშუალო მაჩვენებელი.
შესაძლოა, წლიური არის 100 მილიმეტრი და თვეში არის, მაგალითად, 10 მილიმეტრი. ხომ გესმით, ეს როგორი რამეა - თუ, ვთქვათ, მთელი წლის ნორმა ორ საათში მოვიდა, შესაძლოა, მთელი ქალაქი წაიღოს საერთოდ.
მგონია, რომ ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზი არის უჩვეულო ნალექი. მაგრამ, როგორც წესი, ხდება ხოლმე გაანგარიშება პროექტირებაში პიკურ დატვირთვაზე. ყოველთვის უნდა იანგარიშო ყველაზე დიდზე. მე მგონია, რომ ახლა ბევრი ნალექია და შესაბამისად, გათვლები ამ ნალექებზე არ იყო..განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: