ავტორი:

"გაოცებული ვიყავი ოჯახიანი ქალებისგან წამოსული ბოღმით..." - ფირცხალავა პირველად საუბრობს მის გარშემო აგორებულ სკანდალსა და ყოფილ ცოლთან საბოლოო დაშორებაზე

"გაოცებული ვიყავი ოჯახიანი ქალებისგან წამოსული ბოღმით..." - ფირცხალავა პირველად საუბრობს მის გარშემო აგორებულ სკანდალსა და ყოფილ ცოლთან საბოლოო დაშორებაზე

მუსიკოს ირაკლი ფირცხალავასა და მისი ყოფილი ცოლის, ელენა გრებენშიკოვას ურთიერთობა პოპულარულ რუსულ რეალითი-შოუში „ფსონი სიყვარულზე“ ნამდვილ დრამად იქცა. დაშორებიდან 12 წლის შემდეგ, წყვილს პროექტში ძველი გრძნობები დაუბრუნდათ და ფინალში მომღერალმა ექს-მეუღლეს ხელიც კი სთხოვა.

თუმცა, ეკრანული სიყვარულის პარალელურად, მედიაში დიდი სკანდალი აგორდა: მოდელმა ეკატერინა ლუკიანოვამ განაცხადა, რომ ირაკლისგან ბავშვს ელოდებოდა, რასაც ინტერნეტში კრიტიკის ტალღა მოჰყვა.

  • ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, ირაკლი ფირცხალავა პირველად ლაპარაკობს ღიად აგორებულ სკანდალზე, ყოფილ ცოლთან საბოლოო დაშორებასა და იმ მიზეზებზე, რის გამოც ხელახალი ქორწინება მაინც არ შედგა.

როგორც ფირცხალავა განმარტავს, მისი ხანგრძლივი დუმილი არა პასუხისმგებლობისგან გაქცევა, არამედ ტელეპროექტისადმი პატივისცემა იყო. გადაღებები ნახევარი წლის წინ დასრულდა, მაყურებელი კი მოვლენებს ისე ადევნებდა თვალს, თითქოს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა.

„ხალხს ეგონა, რომ პროექტში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში ხდებოდა. აუდიტორია ორად გაიყო: ნაწილს უხაროდა, ნაწილი კი საშინელ აგრესიას იჩენდა. გაოცებული ვიყავი, განსაკუთრებით ოჯახიანი ქალებისგან წამოსული ბოღმითა და უცენზურო ლექსიკით. თუმცა, ყველას მადლობელი ვარ - უფალია ჩვენი მსაჯული, მათ უბრალოდ სიკეთეს ვუსურვებ,“ - აღნიშნავს მომღერალი.

რატომ ჩაიშალა ქორწინება: ტრადიციული ოჯახი კარიერის წინააღმდეგ

პროექტის დასრულების შემდეგ, როდესაც ემოციებმა ჩაცხრა, ყოფილმა ცოლ-ქმარმა მომავალზე სერიოზულად ისაუბრეს. სწორედ აქ აღმოჩნდა, რომ მათი ხედვები ერთმანეთს არ დაემთხვა.

მომღერლისთვის პრიორიტეტი ტრადიციული, მრავალშვილიანი ოჯახია, სადაც ბავშვების ჟრიამული არ წყდება. 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ელენას სურდა საკუთარი თავის რეალიზება მოეხდინა და ყურადღება კარიერაზე გადაეტანა.

"აპრილის დასაწყისში საბოლოო გადაწყვეტილება მივიღეთ: დავრჩეთ ერთ გუნდად შვილების გარშემო, შევინარჩუნოთ მეგობრობა და მივცეთ ერთმანეთს უფლება, საკუთარი გზით იარონ. ჩემი სიყვარული მისდამი სხვა ფორმაში გადაიზარდა - ეს არის უდიდესი პატივისცემა. ელენას ვერაფერს მოვთხოვ, მას თავისი გზა აქვს" - თქვა ირაკლიმ.

სკანდალური „ორსულობა“, ფასიანი არხი და რეაქცია „იაფფასიან სერიალზე“

ეკრანული იდილიის პარალელურად, მედიასივრცეში ნამდვილი ბომბი გასკდა: მოდელმა ეკატერინა ლუკიანოვამ განაცხადა, რომ ირაკლი ფირცხალავასგან ბავშვს ელოდებოდა. სკანდალს განსაკუთრებული პიკანტურობა იმანაც შემატა, რომ მოდელი მომღერალთან ურთიერთობის „ინტიმური დეტალების“ გაყიდვას სპეციალურად შექმნილ ფასიან არხზე გეგმავდა, მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ორსულობის გართულების გამო საავადმყოფოშიც იწვა.

ამ აგორებულ სკანდალზე ირაკლი ფირცხალავა ხაზგასმით მშვიდ, თუმცა საკმაოდ მკაცრი პოზიცია დააფიქსირა.

"არასდროს მყვარებია ჩემი პირადი ცხოვრების მექსიკურ სერიალად ქცევა. არ ვაპირებ იმ ადამიანების ქმედებების კომენტირებას, რომლებიც ცნობილი გვარების ხარჯზე ჰაიპის დაჭერასა და იოლი ფულის შოვნას ცდილობენ - თანაც, ეს მათთვის პირველი შემთხვევა არ არის. სიყალბით, ტყუილითა და სპეკულაციით საკუთარ მომავალს ვერ ააშენებ. ჩემი პოზიცია ბევრად ფუნდამენტურია, ამიტომ ამ ყველაფერს აბსოლუტური სიმშვიდით ვუყურებ,“ - აცხადებს მომღერალი.

ყველაზე საინტერესო კი ამ ისტორიაში ყოფილი ცოლის რეაქცია აღმოჩნდა. ყვითელი პრესის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ელენა გრებენშიკოვამ სკანდალის ფონზე ირაკლის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ფირცხალავას თქმით, ელენამ მას ისეთი იუმორისტული შეტყობინება გაუგზავნა, რომ სიტუაციის აბსურდულობაზე ორივემ ბევრი იცინა: "როცა ქალი შენი ნამდვილი თანამზრახველია ცხოვრებაში - ეს უდიდესი ფასეულობაა.“