ახალი კვლევის თანახმად, არქტიკის ყინულის საფარი რეკორდულ მინიმუმამდე შემცირდა, წელს ყინულის დონემ "განსაკუთრებით“ იკლო.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყინულის საფარის შემცირება შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობდა. თუმცა, საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევართა ახალი თანამგზავრული დაკვირვებები ადასტურებს, რომ ეს “პაუზა“ ოფიციალურად დასრულდა.

როგორც 2025, ისე 2026 წელს, ზამთრის ყინულის საფარი მკვეთრად შემცირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ 20-წლიანი ტენდენცია კვლავ მასშტაბური კლების ფაზას დაუბრუნდა.
“ის, რაც 2020-იანი წლების დასაწყისში პაუზას ჰგავდა, ახლა ჩანს, რომ გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული ხანგრძლივი შემცირების პროცესში დროებითი შენელება ყოფილა" განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, დოქტორმა დუო ჩანმა.
მეცნიერები შიშობენ, რომ არქტიკის ყინულის საფარის კარგვას მძიმე შედეგები მოჰყვება. მათ შორის არის:

ახალი ანალიზის თანახმად, 2024-იდან 2025 წლამდე, ზამთრის პიკურ ფაზაში (თებერვლიდან მარტამდე), არქტიკის ყინულის საფარის ფართობი 5.8%-ით შემცირდა. რაც 1978 წელს თანამგზავრული დაკვირვებების დაწყების დღიდან, ზამთრის პერიოდის ყველაზე დიდი წლიური ვარდნას წარმოადგენს.
2026 წელს ყინულის საფარი ოდნავ აღდგა, თუმცა ის მაინც ისტორიულ მინიმუმზე დარჩა.
რას ნიშნავს ეს პლანეტისთვის?
ყინულის საფარის დაკარგვის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) განცხადებები ადრეც გააკეთა. ორგანიზაციის თქმით, ეს პროცესი დედამიწის თითქმის თითოეულ მცხოვრებზე მოახდენს გავლენას.

ვინაიდან არქტიკის ყინული სითბოს კოსმოსში ირეკლავს, მისი გაქრობა მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო ინტენსიურ სიცხეებსა და ამავდროულად, მკაცრ ზამთარს გამოიწვევს.
“პოლარული ნაკადი (მაღალი წნევის მქონე ჰაერის ნაკადი, რომელიც არქტიკის რეგიონს უვლის გარს), თბილი ჰაერის გამო დესტაბილიზაციას განიცდის და შესაძლოა სამხრეთით გადმოინაცვლოს, რასაც ძლიერი ყინვები მოჰყვება" - განმარტავენ WWF-ში.
ყინულის საფარის შემცირებამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს:

“როდესაც ყინულის საფარი მცირდება, ცხოველები, რომელთა გადარჩენაც მასზეა დამოკიდებული, იძულებულნი არიან ახალ პირობებს მოერგონ ან დაიღუპონ. ყინულის კარგვა და მუდმივი მყინვარების დნობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის თეთრ დათვებს, ლამანტინებს, არქტიკულ მელიებს, თეთრ ბუებს, ჩრდილოეთის ირმებსა და სხვა მრავალ სახეობას" - დასძენენ WWF- ში.