აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლოა ახალი ტარიფები შემოიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ახალი ტარიფები მოქმედ ტარიფებს ჩაანაცვლებენ, რომელთა ვადა მიმდინარე კვირის ბოლოს იწურება. მოქმედი ტარიფები კი 10%-ს შეადგენს.
გამოცემის ინფორმაციით, თეთრი სახლი 1974 წლის ვაჭრობის შესახებ კანონის 301-ე მუხლზე გამოძიების შედეგებს გამოიყენებს, რაც მას უზენაესი სასამართლოს მიერ შემოღებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას მისცემს. ახალი ტარიფები იძულებით შრომაზე გამოძიების შედეგებს დაეფუძნება.
ცნობისთვის, 2026 წლის დასაწყისში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო “საპასუხო” ტარიფები, რომლებიც ტრამპმა 2025 წლის აპრილში შემოიღო. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია დროებით გადავიდა 10%-იან უნივერსალურ ტარიფებზე.
ქვეყანათა სიაში, რომლებსაც ეხება აშშ-ის სავაჭრო გამოძიება, შედიან: ევროკავშირი, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, მექსიკა, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი, ტაივანი, მალაიზია და შვეიცარია.