ავტორი:

ირმის ნახტომი ჯუჯა გალაქტიკას შეეჯახა და "გადაყირავდა" - ასტრონომები საუკუნეების წინ მომხდარ მოვლენაზე ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებენ

ირმის ნახტომი ჯუჯა გალაქტიკას შეეჯახა და "გადაყირავდა" - ასტრონომები საუკუნეების წინ მომხდარ მოვლენაზე ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებენ

ასტრონომების განცხადებით, ირმის ნახტომი მზის სისტემის წარმოქმნამდე ბევრად ადრე, გზააბნეულ გალაქტიკასთან პირდაპირი შეჯახების შედეგად "გვერდზე გადაყირავდა".

ეს კატასტროფული შეჯახება დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ მოხდა, რა დროსაც ირმის ნახტომს პირისპირ შეასკდა ჯუჯა გალაქტიკა, რომელსაც, წმინდა ასტრონომიული მიზეზების გამო “გაიას სოსისი“ (Gaia Sausage) უწოდეს.

მკვლევართა თქმით, ირმის ნახტომმა „დაუპატიჟებელი სტუმარი“ ნაკუწებად აქცია და მისი ვარსკვლავები შთანთქა, თუმცა ამ მოვლენით გამოწვეულმა ქაოსმა მისი მთელი დისკო 90 გრადუსზე მეტით გადაახარა და ისეთ პოზიციაში დააყენა, როგორშიც დღეს ვხედავთ.

დარემის უნივერსიტეტის ასტრონომებმა სუპერკომპიუტერული სიმულაციები გამოიყენეს იმის დასამტკიცებლად, რომ ირმის ნახტომის მსგავსი გალაქტიკებმა, რომლებსაც ანალოგიური შეჯახების გადატანა მოუხდათ, სავარაუდოდ, ასევე “დისკოს გადაყირავებას“ განიცადეს. ეს პროცესი ნელა, მაგრამ რადიკალურად ცვლიდა გალაქტიკის ორიენტაციას.

მკვლევრებმა ეს აღმოჩენა ირმის ნახტომის ჰალოში ვარსკვლავების უცნაურად ნელი ბრუნვის შესწავლისას გააკეთეს.( ჰალო ვარსკვლავთა მეჩხერი, თითქმის სფერული ფორმის ღრუბელია, რომელიც გალაქტიკას აკრავს გარს) ჰალოს ვარსკვლავების უმეტესობა თავდაპირველად შედარებით მცირე გალაქტიკებში წარმოიქმნა, რომლებიც ირმის ნახტომს მეტისმეტად მიუახლოვდნენ და დროთა განმავლობაში მას შეერწყნენ.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) “გაიას“ (Gaia) მისიის ადრინდელი დაკვირვებები აჩვენებს, რომ ირმის ნახტომის დისკოში ვარსკვლავები გალაქტიკის ცენტრის გარშემო დაახლოებით 220 კმ/წამში სიჩქარით მოძრაობენ. თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩებოდა ვარსკვლავური ჰალო, სადაც ობიექტები ბევრად ნელა ბრუნავენ, ისინი გალაქტიკურ ცენტრს წამში დაახლოებით 25 კილომეტრის სიჩქარით უვლიან გარს.

  • ამ განსხვავების მიზეზის საძიებლად, დარემის ჯგუფმა ირმის ნახტომის მსგავსი გალაქტიკების ევოლუციის კომპიუტერულ სიმულაციებს მიმართა. სიმულაციებმა აჩვენა, რომ გალაქტიკების ჰალოებში ნელა მოძრავი ვარსკვლავები სწორედ მაშინ აღმოჩნდნენ, როდესაც მათი მშობლიური გალაქტიკა “ირმის ნახტომს შეეჯახა“ რასაც ასევე გალაქტიკის დისკოს გადაყირავება მოჰყვა.

გარდა ამისა აღმოჩნდა რომ რომ ზოგიერთ ვარსკვლავს რადიკალური, “სოსისის მსგავსი“ ორბიტა ჰქონდა. ეს ტრაექტორია მკვლევრებმა იმ ჯუჯა გალაქტიკას დაუკავშირეს, რომელიც ირმის ნახტომის გულში შეჭრისას დაიშალა. ვარსკვლავების ეს უკიდურესი ორბიტები ამ კოლოსალური შეჯახების პირდაპირი მტკიცებულებაა, რის გამოც ჯუჯა გალაქტიკას “გაიას სოსისი“ ეწოდა. მეცნიერების ვარაუდით თავად ჯუჯა გალაქტიკა ვარსკვლავებს, გაზსა და ბნელ მატერიას შეიცავდა, რომელთა საერთო მასა მზის მასას 10 მილიარდზე მეტად აღემატებოდა.

მკვლევართა თქმით, ეს შეჯახებას გალაქტიკის უკანასკნელ მსხვილ შერწყმად და ირმის ნახტომის ისტორიაში გარდამტეხ მოვლენად მიიჩნევა, მან ფუნდამენტურად შეცვალა გალაქტიკის ფორმა , შექმნა ცენტრალური სფერული სიმკვრივე (Bulge) და განსაზღვრა ვარსკვლავური ჰალოს სტრუქტურა.

წყარო