ავტორი:

"აშშ შეიარაღებული ძალები ირანის "წერაქვის მთის" ობიექტს ძალიან მალე დაარტყამენ" - დონალდ ტრამპი

"აშშ შეიარაღებული ძალები ირანის "წერაქვის მთის" ობიექტს ძალიან მალე დაარტყამენ" - დონალდ ტრამპი

21 ივლისს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული ძალები ირანის ე.წ. “წერაქვის მთის“ (Pickaxe Mountain) ობიექტს „ძალიან მალე“ დაარტყამენ. აღნიშნული განცხადება ისრაელის დაზვერვის მიერ გავრცელებულ იმ ცნობებს მოჰყვა რომლის თანახმად , თეირანმა გასულ შემოდგომაზე აღნიშნულ ობიექტზე ურანის გასამდიდრებლად განკუთვნილი ათასობით ცენტრიფუგა გადაიტანა.

"ჩვენ ამ ტერიტორიას, სავარაუდოდ, ძალიან მალე დავარტყამთ და ისინი ამის წინააღმდეგ ვერაფერს გახდებიან, როგორც წესი, ასეთ რამეს არ ვიტყოდი, რომ ვფიქრობდე, რომ მათ რამის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ ამ არეალს ძალიან მალე და ძალიან მძიმედ დავარტყამთ" - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში, ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნთან შეხვედრისას.

ისრაელის შეფასებამ, რომელიც სამშაბათს დილით “Wall Street Journal“ - მა გამოაქვეყნა, გააჩინა შიში, რომ ისლამურ რესპუბლიკას შეუძლია სწრაფად აღადგინოს თავისი ბირთვული პროგრამა, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტმა ეს ვარაუდი უარყო.

"ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ მასალა არ გააჩნიათ, თუ ნედლეული არ აქვთ. მათ კი ის არ გააჩნიათ. ჩვენ თვალს ვადევნებთ მასალის გადაადგილებას. მთავარი ამბავი სწორედ იქ ხდება" - აღნიშნა დაჟინებით ტრამპმა.

450 კგ, 60%-ით გაამდიდრებული ურანის ლიკვიდაცია, რომელიც სავარაუდოდ თეირანიდან სამხრეთით, დაახლ. 225 კმ -ზე მდებარე ობიექტზე არის ჩამარხული, აშშ-სა და ირანს შორის ბოლო თვეებში გამართული უშედეგო მშვიდობიანი მოლაპარაკებების სერიის მთავარი სადავო საკითხი იყო.

გასულ კვირას, კონსერვატორ რადიოწამყვან ჰიუ ჰიუიტთან ინტერვიუში, პრეზიდენტმა ტრამპმა “წერაქვის მთა“ შესაძლო სამიზნედ მოიხსენია და განაცხადა რომ “კარგი, დიდი და ძლიერი დარტყმა სავარაუდოდ პირდაპირ მის შესასვლელში განხორციელდებოდა“.

მიწის სიღრმეში განთავსებული ეს კომპლექსი ნატანზის ბირთვული ობიექტიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს, ის მყარი კლდოვანი ქანების ქვეშ, დაახლ. 90–135 მეტრის სიღრმეში არის განლაგებული და საკმარისი ფართობი გააჩნია რამდენიმე ბირთვულ ობიექტის განსათავსებლად.

წყარო