ინდოეთში, ქალაქ ტოდარაისჰში, ლეოპარდი ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაში შევარდა და თანამშრომელს თავს დაესხა. დრამატული შემთხვევა სათვალთვალო კამერამ გადაიღო.
გავრცელებული კადრების მიხედვით, დაახლოებით ხუთი წლის მამრი ლეოპარდი მაღაზიის საწყობში მოულოდნელად შევარდა და 25 წლის თანამშრომელს, სანჯაი გურჯარს, დაესხა თავს. ცხოველმა მამაკაცი კლანჭებით მხრის არეში დააზიანა.

გურჯარის თქმით, გაქცევისას მან მაღაზიის დარაბა ჩამოწია, რათა ლეოპარდი შიგნით ჩაეკეტა, შემდეგ კი უსაფრთხო ადგილას გადავიდა.
ვიდეოში ჩანს, რომ ჩაკეტილი ლეოპარდი მაღაზიის თაროებს შორის გადაადგილდება და ბოთლებს ძირს ყრის.

შემთხვევის ადგილზე ველური ბუნების სპეციალისტები მალევე მივიდნენ. მათ ლეოპარდი რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს და დამამშვიდებელი საშუალების გამოყენებით დააძინეს.
თავდასხმის შედეგად სანჯაი გურჯარმა ხელის, მხრისა და ცხვირის დაზიანებები მიიღო. დაშავდა კიდევ ორი ადამიანი, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.