ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის „ფეისბუქზე“ პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობის შეფარდება აჩვენებს იმას, თუ რამდენად სწრაფად ეშვება საქართველო კრემლის სტილის რეპრესიებში“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.