ავტორი:

"რუსეთის საწვავის ბაზარზე არსებული სირთულეები დროებითია" - ვლადიმერ პუტინი

"რუსეთის საწვავის ბაზარზე არსებული სირთულეები დროებითია" - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის საწვავის ბაზარზე არსებული სირთულეები დროებითია და საერთო ეკონომიკურ დინამიკაზე გავლენას არ მოახდენს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

  • „შიდა ეკონომიკის, მისი ძირითადი სექტორების მდგომარეობა სტაბილურია, მიუხედავად გარე მცდელობებისა, რომ საწვავისა და ენერგეტიკის სექტორში სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინონ, - აღნიშნა პუტინმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის მშპ მაისში 0.3%-ით გაიზარდა, 2026 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში კი - 0.2%-ით.

"ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის მშპ მაისში მოკრძალებული ტემპით, მაგრამ მაინც გაიზარდა და დადებით ზონაში დარჩა -ზრდამ 0.3% შეადგინა. მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ზრდამ 0.2% შეადგინა“, - აღნიშნა პუტინმა.