თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
სანაიას დაკავების შემდეგ, მისი მეუღლე, თამუნა ყურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
"გუშინ მამაჩემის 80 წლის იუბილე იყო, ოჯახის ახლობლები და მეგობრები შევიკრიბეთ, ძალიან ვისიამოვნეთ ერთად ყოფნით, ვახო იყო სუფრის თამადა .გვიან ღამით ვახოს დედა წავიყვანეთ ვაჟაზე, უკანა გზაზე ვაკისკენ, უნივერსიტეტის ქუჩაზე ვახომ მთხოვა სასაფლაოებისკენ გადაუხვიეო, ავიდეთო. მარტო ვიყავით, იჯდა გიორგის საფლავთან და მიყვებოდა, როგორი მაგარი იყო გიორგი, რომ მისნაირი არავინ იყო, მისი ოთხში წიგნების რაოდენობაზე და განლაგებაზე მიყვებოდა.
გაიხსენა, ამერიკაში როგორ გააოცა რომელიღაც კონფერენციაზე პუბლიკა, როცა დეკარტის ციტატები სულ ზეპირად მოყვაო.
ამ დილას მანამდე არ გავიდა ტელევიზიებთან, სანამ ნაზისთან ჩვენი ახლობელი არ მივიდა, რომ ეთქვა ვახოს ამბავი, რომ ტელევიზიით არ გაეგო როცა მარტო იქნებოდა. გაუმარჯოს ვახოს ბრძოლას ამ ქვეყნისათვის!", - წერს თამუნა ყურაშვილი.