"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება.
გვარამია იმედს გამოთქვამს, რომ " შეცდომა გამოსწორდება“.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 91 პოლიტიკური პატიმარია. ორგანიზაციის განცხადებით, სიაში შეყვანილი 91 პირი აკმაყოფილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დადგენილ პოლიტპატიმრის კრიტერიუმებს.საუბარია 91 მსჯავრდებულსა და ბრალდებულზე, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან.