"დღეს არ გიზიდავს ფეხით სიარული რუსთაველის გამზირზე - ახალი დიზაინით თითოეული საგზაო მონაწილისთვის ის თანაბრად კომფორტული იქნება,“ - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ნინო ბაგაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
"მაქსიმალურად ვეცდებით, რომ რუსთაველის გამზირი იყოს ადაპტირებული საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილისთვის და არა მხოლოდ მანქანებისთვის. ახლა ის მხოლოდ ავტომობილების გამზირია.
ადამიანებს არ შეუძლიათ ქუჩის გადაკვეთა თუ არ ჩავლენ მიწისქვეშა გადასასვლელში, რაც მერწმუნეთ, არამარტო მოხუცებისთვის ან ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის, არამედ ჩვენთვისაც ძალიან არაკომფორტულია. არ გიზიდავს ფეხით სიარული ამ გამზირზე დღეს.
ახალი მულტიმოდელური დიზაინით, თითოეული საგზაო მონაწილისთვის - ეს იქნება ქვეითი, ველოსიპედის მგზავრი, ავტობუსის თუ მანქანის მგზავრი იქნება თანაბრად გადანაწილებული, ხელმისაწვდომი და კომფორტული,“ - განაცხადა მან.... განაგრძეთ კითხვა