ავტორი:

"ქუჩაში გააჩერა სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა" - ონისე ოქრიაშვილის მეგობარი გოგო

"ქუჩაში გააჩერა სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა" - ონისე ოქრიაშვილის მეგობარი გოგო

გააჩერა ქუჩაში სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო და დაუწყეს ცემა, - ამის შესახებ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მეგობარმა გოგომ განაცხადა, რომელსაც საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ.

  • მისივე თქმით, აღნიშნული ინციდენტი უკავშირდება იმას, რომ ონისე არის კრიტიკული ადამიანი და არის პროტესტის აქტიური მონაწილე.

"ყვირილის ხმა გავიგე და იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დღეებია ასეთი ამბავია, დავურეკე ონისეს, აქ ჩოჩქოლია და ცოტა ხანი სახლისკენ არ წამოხვიდე-მეთქი. ვიცოდი, რომ აქციიდან სახლისკენ მოდიოდა. რომ დავურეკე, უცბად მივხდი, რომ თვითონ იყო ამ ყვირილის ეპიცენტრში და თვითონ ურტყამდნენ. ჩავედი ქვემოთ და დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი, სისხლიანი აქვს ფეხსაცმელი, გაწითლებული აქვს კისერი.

თავში ურტყამდნენ. მერე მოვიდა პოლიციაც და პოლიციასთან ერთად მოვისმინე, რომ გააჩერა ქუჩაში სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა. მე ამას ვუკავშირებ „ქართული ოცნების“ ტერორიზმს. ეს არის ცილისწამება, რაც გააკეთეს პროპაგანდისტულმა არხებმა და დღეს სცემეს ადამიანს. ახლა ნორმალურადაა, თავზე ტომოგრაფიას უღებენ, რომ გაარკვიონ, აქვს თუ არა დაზიანება. ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ონისე არის კრიტიკული ადამიანი და არის პროტესტის აქტიური მონაწილე“, - განაცხადა ონისე ოქრიაშვილის მეგობარმა.