დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის მამა, კახა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
"სამწუხაროდ, დაიღუპა კიდევ ერთი 17 წლის დიუშენის პაციენტი. შეიძლება, ჩვენც რამე დავაკელით. ღმერთმა გვაპატიოს. ნათელში იყოს მისი სული..." - წერს წიქარიშვილი.
ცნობისთვის, თბილისში რამდენიმე თვის განმავლობაში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული აქციები იმართებოდა. მოგვიანებით მშობლებთან მოლაპარაკებების შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მედიკემენტებით უზრუნველყოფის საკითხზე იმუშავებს.