OpenAI-მ განაცხადა, რომ უსაფრთხოების ტესტირების დროს, მისმა ერთ-ერთმა მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელმა დაწესებული შეზღუდვები გადალახა და Hugging Face-ის შიდა სისტემებზე წვდომა მოიპოვა.
ტესტირებისას AI-მ უსაფრთხოების შეზღუდვები გადალახა და Hugging Face-ის შიდა სისტემებზე წვდომა მოიპოვა. Hugging Face მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმაა, სადაც ხელოვნური ინტელექტის მოდელები ინახება.
კომპანიის ცნობით, ჯერჯერობით არ დასტურდება, რომ მომხმარებლების ან პარტნიორების მონაცემები დაზიანდა. აღმოჩენილი ხარვეზები უკვე გამოსწორებულია, ხოლო დაზარალებული სისტემები აღდგენილია.
ინციდენტს დიდი ბრიტანეთის ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ინსტიტუტიც სწავლობს. სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ, როგორ შეძლო AI-მ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლა და რა დამატებითი უსაფრთხოების ზომებია საჭირო.
ექსპერტების შეფასებით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო დამოუკიდებლად მოქმედებს და ამიტომ კომპანიებს მისი კონტროლისა და უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერება მოუწევთ.