ავტორი:

ძალადობის ბრალდებით დააკავეს ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი - ის პოლიციაში თავად გამოცხადდა

ძალადობის ბრალდებით დააკავეს ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი - ის პოლიციაში თავად გამოცხადდა

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

  • უწყების განმარტებით, პოლიციამ ბრალდებული მას შემდეგ დააკავა, რაც ის პოლიციის განყოფილებაში თავად გამოცხადდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ბრალდებულმა, ფიზიკურად იძალადა ონისე ოქრიაშვილზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაულის ჩადენიდან მალევე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.