გუშინ ცნობილი გახდა, რომ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანის საქმეზე მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დაიცავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისის გვერდზე გავრცელდა.
ადვოკატის ცნობით, ორშაბათს გამართავს პრესკონფერენციას, სადაც საზოგადოებას წარუდგენს მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციასა და მასალებს.
"ბოლო 24 საათი ჩემთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც საჯაროდ განვაცხადე, რომ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დავიცავ, ჩემი პირადი შეტყობინებები პრაქტიკულად არ ჩერდება. გულწრფელად ვიტყვი, რომ ამდენი შეტყობინებას, მასალას და ინფორმაციას ნამდვილად არ ველოდი. თითოეულ ადამიანს უდიდეს მადლობას გადავუხდი ნდობისთვის. მასალებს ვინახავ და მხოლოდ საფუძვლიანი გადამოწმების შემდეგ გავასაჯაროვებ.
ამავდროულად, ინტერესით ვაკვირდები, როგორ ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი მხოლოდ ერთი მხარის საჯარო განცხადებების საფუძველზე, მაშინ როდესაც დაცვის მხარეს ჯერ საერთოდ არ უსაუბრია. ბუნებრივია და გასაგები უმრავლესობის რეაქციაც.ადვოკატის პროფესია სწორედ იმით განსხვავდება, რომ გადაწყვეტილებებს ემოციებით კი არა, მტკიცებულებებით იღებს. ამიტომ მე მხოლოდ ფაქტები მაინტერესებს და არა მიზანმიმართული თავდასხმები.
გაოგნებული და შოკირებული ვართ თავად ისტორიით და უფრო მეტიც, ჯიმშერ ვიბლიანის სახელის რაიმე ფორმით ხსენებით სრულიად სვანეთისთვის მკრეხელურ და სამარცხვინო ამბავთან.შეგახსენებთ, რომ მე არ ვარ ოთხი პირის ადვოკატი, არამედ ვიცავ მხოლოდ ერთი პირის - ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს, რომლის მიმართაც საჯაროდ საუბარია განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და ძალადობის ცალკეულ ეპიზოდზე და არა გაუპატიურების ბრალდებაზე. თითოეული პირისა და თითოეული ეპიზოდის სამართლებრივი შეფასება დამოუკიდებლად უნდა მოხდეს. ორშაბათს გავმართავ პრესკონფერენციას.საზოგადოებას წარვუდგენ მხოლოდ იმ ინფორმაციასა და მასალებს, რომლებიც გადამოწმებულია. მერწმუნეთ, ბევრი კითხვაზე პასუხი, რომელიც დღეს არსებობს სრულიად სხვა ჭრილში გამოჩნდება" - წერს კუბლაშვილი.
ცნობისთვის, ნატა ვიბლიანმა გუშინ ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ჩვენება უკვე მეორე მისცა. გაუპატიურების საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს
წაიკითხეთ ასევე: