ავტორი:

"ზაფხულის საკითხავი აი ეს არის!" - ლიტერატურული ტურნე დასავლეთ საქართველოში - გადავიკითხოთ იმერეთი

"ზაფხულის საკითხავი აი ეს არის!" - ლიტერატურული ტურნე დასავლეთ საქართველოში - გადავიკითხოთ იმერეთი

ზაფხულის ცხელი დღეების საუკეთესო განტვირთვა წიგნებთან და საყვარელ ავტორებთან შეხვედრაა! გამომცემლობა „პალიტრა L“ აგრძელებს ტრადიციას და ამჯერად დასავლეთ საქართველოს სტუმრობს.

24 ივლისს, 16:00 საათიდან 22:00 საათამდე, წყალტუბოში, „მაგნოლიას“ და „იმერული ესკიზის“ სივრცეში გელით გამორჩეული ლიტერატურული დღე, სადაც სპეციალური შეთავაზებები, საბავშვო გასართობ-შემეცნებითი აქტივობები და საინტერესო ლიტერატურული დისკუსიები გელოდებათ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლიტერატურულ ტურნეს წყალტუბოში მასპინძლობენ „მაგნოლია“ და „იმერული ესკიზები“ - სივრცეები, რომლებიც სტუმრებს იმერული სტუმართმოყვარეობისა და თანამედროვე გარემოს განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობენ. ისტორიული „მაგნოლია“, რომლის ისტორიაც 1950-იანი წლებიდან იწყება და 2019 წელს განახლებული სახით დაუბრუნდა წყალტუბოს, დღეს ერთ-ერთი გამორჩეული კულტურულ-სარესტორნო სივრცეა ქალაქში. მის გვერდით მდებარე „იმერული ესკიზები“ კი ტრადიციული იმერული სამზარეულოსა და ადგილობრივი კოლორიტის გაცნობის შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამ გარემოში გაიმართება „პალიტრა L“-ის ლიტერატურული დღე, სადაც წიგნები, ავტორები და იმერული მასპინძლობა ერთ სივრცეში გაერთიანდება.

სად და როდის

  • თარიღი: 24 ივლისი
  • დრო: 16:00 – 22:00 საათი
  • ადგილი: წყალტუბო, „მაგნოლია“

სპეციალური შეთავაზებები

ტურნეს ფარგლებში „პალიტრა L“ მკითხველს განსაკუთრებულ შეთავაზებებსაც უმზადებს:

  • გადაიხადე, რამდენიც გინდა - შერჩეულ წიგნებზე ფასს თავად მკითხველი განსაზღვრავს.
  • 3 წიგნი 10 ლარად - სამი საყვარელი წიგნი მხოლოდ 10 ლარად, საუკეთესო შესაძლებლობა ბიბლიოთეკის შესავსებად.

16:00-19:00: გასართობ-შემეცნებითი აქტივობები ბავშვებისთვის:პატარა მკითხველს ელოდება უამრავი სიურპრიზი და მხიარული თამაში:

  • მოგზაური თაგუნია

წიგნის კითხვა, მხიარული შეკითხვები ბავშვებისთვის

თაგუნიას აპლიკაციის შექმნა

  • კუპატას თავგადასავალი

ფაზლის აწყობა

მემო თამაში

შეხვდი ავტორს: გიორგი კეკელიძე და ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი - კუპატა!

  • სიტყვების ქვიზი: მოანა

ლიტერატურული პროგრამა:

  • 19:00 გადავიკითხოთ იმერეთი: დავით კლდიაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, ოტია იოსელიანი
  • 20:00 როგორ დავწეროთ პოპულარული წიგნი: შეხვედრა მწერალ დავით გაბუნიასთან

„ზაფხული, შენი საკითხავი სეზონია და ამ სეზონზე შენი გამომცემლობა შენთან მოდის. ზაფხული - აი ეს არის კითხვის დრო და ჩვენს წიგნებში ყოველი გვერდი ახალი თავგადასავალია. მოემზადე სიახლეებისთვის. საკითხავს ყველგან იპოვი - ვინც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა იყო, შენი საკითხავი მალე შენს ქალაქში მოვა“ - ასეთია წლევანდელი ლიტერატურული ტურნეს მთავარი სათქმელი.

ერთმანეთს შევხვდებით 24 ივლისს, წყალტუბოში!

საკითხავს ყველგან იპოვი - ვინც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა იყო, შენი საკითხავი მალე შენს ქალაქში მოვა.

წიგნების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.palitral.ge/

R