სამტრედიის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის ეზოში რკინის კონსტრუქციას აგებდნენ, რომელიც ჩამოიშალა და ახალგაზრდა დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.