ავტორი:

საჰაერო სასწაული ჩინეთში - საექსკურსიო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, ბორტზე მყოფი პილოტი უვნებელი გადარჩა, მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა ტურისტმა, რომლებსაც აპარატი დაეცა

საჰაერო სასწაული ჩინეთში - საექსკურსიო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, ბორტზე მყოფი პილოტი უვნებელი გადარჩა, მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა ტურისტმა, რომლებსაც აპარატი დაეცა

ინტერნეტში გავრცელებულ დრამატულ კადრებში ჩანს, თუ როგორ განიცადა კატასტროფა საექსკურსიო ვერტმფრენმა ჩინეთში და ორ ტურისტს დაეცა. საბედნიეროდ, ორივე მათგანი ცოცხალი გადარჩა.

გამოცემა “The Sun“-ის ცნობით, ინციდენტი სამშაბათს, ქინგჰაის პროვინციაში, ტურისტულ ზონაში მოხდა. ყვითელი ფერის საფრენი აპარატი “მარილის ტბის“ მახლობლად დაბალ სიმაღლეზე საჩვენებელ ფრენას ასრულებდა, რა დროსაც მართვა უეცრად დაკარგა და ტრიალი დაიწყო.

“Harbin XLI“ ტიპის ავტოჟირი მიწაზე, ტბის სანაპიროსთან დაენარცხა, ვარდნისას ის ორ ადამიანს დაეჯახა, ერთ-ერთმა მათგანმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო.

“დაზარალებულები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადეს ულანის ოლქის ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლებმა.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია, პირველადი შეფასებით, ავარიის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზად სხვა საჰაერო ხომალდის მიერ შექმნილი ჰაერის ტურბულენტობა განიხილება.

წყარო