ავტორი:

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტში სანქციები დაუწესა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ 14 პლატფორმას, მათ შორის საქართველოში

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტში სანქციები დაუწესა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ 14 პლატფორმას, მათ შორის საქართველოში

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ 14 პლატფორმას, მათ შორის საქართველოში. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

“დღეს, ევროკავშირი მნიშვნელოვნად აფართოებს ქმედებას რუსეთის ფინანსური და საბანკო სექტორის, როგორც რუსეთის ომის მანქანის მამოძრავებლის წინააღმდეგ. [ევროკავშირის] საბჭო აწესებს აქტივების გაყინვას და კრძალავს თანხების ხელმისაწვდომობას 94 ბანკისა და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტისთვის, ასევე, რუსეთის საბანკო სექტორში მნიშვნელოვანი ფიგურისთვის.

ის [ევროკავშირი] აფართოებს ტრანზაქციების აკრძალვას კიდევ 33 რუსულ საკრედიტო და ფინანსურ ინსტიტუტზე. გარდა ამისა, ის აწესებს ტრანზაქციების აკრძალვას ყირგიზული ბანკის მიმართ, რომელიც დაკავშირებულია SPFS-ის (ფინანსურის შეტყობინებების გადაცემის სისტემა) აკრძალვასთან და კიდევ სამი არარუსული ბანკის მიმართ სანქციების გვერდის ავლის გამო.

ევროკავშირი სასანქციო სიაში 4 სუბიექტს ამატებს, რომლებიც დაკავშირებული არიან საერთაშორისო A7 ქსელთან, მათ შორის აფრიკაში მის ახალ კავშირებს.

ის ასევე აფართოებს ტრანზაქციების აკრძალვას კრიტპივალუტასთან დაკავშირებული 14 სერვის პლატფორმაზე, რომლებიც მდებარეობენ საქართველოში, პანამაში, არაბტა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში”, - ნათქვამია განცხადებაში.