ავტორი:

სოციალურ ქსელში ტრაგიკული კადრები ვრცელდება - მაშველებმა ელექტროგადამცემ ბოძზე ამძვრალი დათვის გადარჩენა ვერ შეძლეს: უცნაური ისტორიის დეტალები

სოციალურ ქსელში ტრაგიკული კადრები ვრცელდება - მაშველებმა ელექტროგადამცემ ბოძზე ამძვრალი დათვის გადარჩენა ვერ შეძლეს: უცნაური ისტორიის დეტალები

სოციალურ ქსელში გულისამაჩუყებელი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს როგორ იღუპება დენის დარტყმით 10 მეტრის სიმაღლის მაღალი ძაბვის ბოძზე გაჭედილი უზარმაზარი დათვი.

კადრებში კარგად ჩანს უმწეო ცხოველი ,რომელსაც წინა თათები ხის ბოძის წვერზე აქვს შემოხვეული, უკანა თათები კი ჰაერში ჰკიდია. ის თითქმის არ იძვრის და მხოლოდ მძიმედ სუნთქავს.

“თავიდან ნამდვილად ვერ დავიჯერეთ რაც დავინახეთ, ამიტომ შევტრიალდით, რომ გადაგვემოწმებინა. თავდაპირველად გვეგონა, რომ დათვი უკვე მკვდარი იყო, თუმცა მიახლოებისას მივხვდით, რომ ის ჯერ კიდევ სუნთქავდა“, - განაცხადა შენონ მალენსმა, რომელმაც ეს ვიდეო გასულ ორშაბათს, ნიუ-მექსიკოდან ოკლაჰომასკენ მიმავალ მაგისტრალზე გადაიღო.

  • 911- ში განგაშის ზარი შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე, ნიუ-მექსიკოს ველური ბუნების დაცვის სამსახური მივიდა, თუმცა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დათვის გადასარჩენად არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ.

ერთადერთი ვარიანტი დათვის თავად ბოძზე დაძინება და შემდეგ მისი ჩამოყვანა იყო. თუმცა, სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ ამ მდგომარეობაში ცხოველის ჩამოვარდნის რისკი ძალიან დიდი იყო, რაც საფრთხეს შეუქმნიდა როგორც თავად დათვს, ისე ადგილზე მყოფ ადამიანებს, ამიტომ მათ ცხოველის სიმშვიდეში დატოვება ამჯობინეს.

საუბედუროდ გარკვეული დროის შემდეგ ცხოველი ტრაგიკულად დაიღუპა. მოგვიანებით ნიუ-მექსიკოს თევზჭერისა და ველური ბუნების დეპარტამენტმა დაუდასტურა, რომ სიკვდილის მიზეზი ელექტროშოკი გახდა.

როგორც ველური ბუნების ექსპერტები განმარტავენ, ახალგაზრდა ან ავტომობილების მოძრაობით, ხალხის და ძაღლების მიერ შეშინებული დათვები, ხშირად ელექტროგადამცემ ბოძებზე ზუსტად ისევე ადიან, როგორც ხეებზე და რიგი შემთხვევები ამგვარი ტრაგიკული შედეგით სრულდება.

წყარო