ოკუპირებულ ყირიმში სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის სიმფეროპოლში, დრონებით თავდასხმები განხორციელდა და აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დრონებით შეტევა იყო ასევე სანქტ პეტერბურგში "ვაილდბერისის" საწყობზე.

ინფორმაცია მოგვიანებით კომპანიამ დაადასტურა.
კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, Wildberries-ის დახარისხების ცენტრში უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

