ავტორი:

შსს ავრცელებს ქურდობის ამსახველ კადრებს - ბრალდებულებმა მაღაზიის კარი შეამტვრიეს და პროდუქციის მოპარვა სცადეს, პოლიციამ ისინი ადგილზე დააკავა

შსს ავრცელებს ქურდობის ამსახველ კადრებს - ბრალდებულებმა მაღაზიის კარი შეამტვრიეს და პროდუქციის მოპარვა სცადეს, პოლიციამ ისინი ადგილზე დააკავა

სამართალდამცველებმა თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს თბილისში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც გასაყიდი პროდუქციის მოპარვასა და მიმალვას შეეცადნენ, თუმცა დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს - პოლიციამ ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 -177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.