ავტორი:

ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა

ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა

მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია სრულად აღდგენილია. ამის შესახებ სახელმწიფო ელექტროსისტემაში განაცხადეს.

ცნობისთვის, ელექტროენერგია 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათიდან გაითიშა როგორც თბილისში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებში. რაც შეეხება დენის გათიშვის მიზეზს, სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მიაწოდებენ ინფორმაციას.