ავტორი:

ტრაგედია სამტრედიაში - უბედურ შემთხვევას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ტრაგედია სამტრედიაში - უბედურ შემთხვევას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა

სამტრედიაში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული 21 წლის ახალგაზრდა დავით კიკვაძეა. ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს.

ტრაგედია გუშინ, სამტრედიაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში რკინის კონსტრუქციის მონტაჟი მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, მიწამ დატვირთვას ვერ გაუძლო, რის შედეგადაც კონსტრუქცია ჩამოიშალა და 21 წლის დავით კიკვაძეს დაეცა.

ახალგაზრდა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული მძიმე დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.