ავტორი:

კლანების "ომი" ცხინვალში: პუტინის ემისარმა კამბოლოვმა გაგლოევის დაჯგუფებას დაარტყა - რა ხდება ე.წ. არჩევნების წინ?!

კლანების "ომი" ცხინვალში: პუტინის ემისარმა კამბოლოვმა გაგლოევის დაჯგუფებას დაარტყა - რა ხდება  ე.წ. არჩევნების წინ?!

კამბოლოვის პირველი დარტყმა გაგლოევის კლანს 18 სექტემბერს ოკუპირებულ ცხინვალში ვადამდელი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული და კრემლიდან გამოგზავნილი რუსი ჩინოვნიკის მარატ კამბოლოვის გამარჯვება პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ამიტომ ახლა მთავარი ინტრიგაა, მოხდება თუ არა ალან გაგლოევის კლანის გავლენის დემონტაჟი. ოპოზიციური ტელეგრამარხების ცნობით, კამბოლოვმა მოქმედება უკვე დაიწყო - თანამდებობიდან გაათავისუფლა ე.წ. შს მინისტრი, რომელიც გაგლოევის კლანის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად მიიჩნეოდა. გარდა ამისა, ჩრდილოეთ ოსეთში დააკავეს კლანის გამორჩეული წევრი - საბაჟოს უფროსი ალექსანდრე ჩოჩიევი.

18 სექტემბერს დანიშნული დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ჯერჯერობით ერთადერთი კანდიდატი მარატ კამბოლოვია. კანდიდატების წარდგენის ვადა 8 აგვისტომდეა, თუმცა ყველამ იცის, რომ პუტინის გამოგზავნილ "ელჩს" რეალური კონკურენტი არ ეყოლება. "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენს მხარდასაჭერად", - საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა პუტინმა კამბოლოვს გასულ კვირას კრემლში შეხვედრის დროს. კამბოლოვმაც მადლობა გადაუხადა კრემლის ლიდერს: "ჩვენ არასდროს დავივიწყებთ, რა გააკეთა რუსეთმა რესპუბლიკის ხალხისთვის 2008 წლის აგვისტოში".

კამბოლოვის კანდიდატურას მხარს უჭერენ როგორც დე ფაქტო მმართველი ძალა, ისე ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი. ყველაზე რეალურმა კონკურენტმა, აცამაზ ბიბილოვმა, კანდიდატურა უკვე მოხსნა. გამონაკლისია "სახალხო პარტია", რომელსაც 2022 წლიდან ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატი ძამბოლატ თედეევი აკონტროლებს.

პუტინმა კამბოლოვი მაისის მიწურულს ცხინვალში ჯერ ალან გაგლოევის მრჩევლად გაგზავნა, შემდეგ პრემიერ-მინისტრად დანიშნეს, ხოლო 23 ივნისს, გაგლოევის გადადგომის შემდეგ, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. მანამდე კი მოსკოვმა ცხინვალთან გააფორმა "მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების" დოკუმენტი, რის შემდეგაც შეიცვალა „"სამხრეთ ოსეთის კონსტიტუცია" და უცხო ქვეყნის მოქალაქეს დე ფაქტო პრეზიდენტობის შესაძლებლობა მიეცა. ქართველი ექსპერტების შეფასებით, მოსკოვის ეს ნაბიჯები ოკუპირებულ რეგიონზე კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებას და საბოლოო ანექსიისთვის ნიადაგის მომზადებას უკავშირდება. პარალელურად ცხინვალშიც გააქტიურდა მოლოდინი „"სამხრეთ ოსეთის" ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებაზე, თუმცა 18 სექტემბრის „"არჩევნებთან" ერთად რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი დანიშნული არ არის. ცხინვალში თვლიან, რომ კამბოლოვისთვის „"არჩევნები" მხოლოდ ფორმალობაა. მთავარი ამოცანა ძალაუფლების გადანაწილებაა... წაიკითხეთ ვრცლად