ავტორი:

აშშ-ში, ავარიული დაშვებისას აფეთქდა თვითმფრინავი, რომელშიც 11 ადამიანი იმყოფებოდა - ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

აშშ-ში, ავარიული დაშვებისას აფეთქდა თვითმფრინავი, რომელშიც 11 ადამიანი იმყოფებოდა - ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

ვაშინგტონის შტატში, სუციას კუნძულთან ახლოს, Kenmore Air-ის ჰიდროპლანი ავარიული დაშვების მცდელობისას ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე 10 მგზავრი და ერთი პილოტი იმყოფებოდნენ. ყველა მათგანი გადარჩა, თუმცა ერთი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

  • აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ერთძრავიანი de Havilland DHC-3 ტიპის ჰიდროპლანი ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:15 საათზე ჩამოვარდა. თვითმფრინავი სიეტლიდან აფრენიდან დაახლოებით 45 წუთის შემდეგ სუციას კუნძულთან, Shallow Bay-ის რაიონში ავარიულ დაშვებას ცდილობდა, რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა.

მაშველებმა ბორტზე მყოფი 11-ვე ადამიანი დროულად იპოვეს. სან-ხუანის ოლქის შერიფის ოფისის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის თავის ტრავმები, მოტეხილობები და ჭრილობები.

ორი დაშავებული აშშ-ის სანაპირო დაცვამ ვერტმფრენით ბელინგჰემის საავადმყოფოში გადაიყვანა, კიდევ ორი კი სამედიცინო დახმარებისთვის ორკასის კუნძულზე გადაიყვანეს.

კატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. გამოძიება უკვე დაიწყეს აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ (NTSB).

წყარო