რუსეთის კიროვის ოლქში უკრაინის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა - რას წერს რუსული მედია
რუსეთის კიროვის ოლქში უკრაინის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გუბერნატორმა ალექსანდრე სოკოლოვმა განაცხადა.
"კიევის რეჟიმის მიერ კიროვში ქარხანაზე თავდასხმის შედეგად, სამწუხაროდ, 32 ადამიანი დაშავდა. მათგან ექვსი ადგილზე გარდაიცვალა“, - აღნიშნა გუბერნატორმა.
მისი თქმით, დარტყმის შემდეგ გაჩენილი ხანძარი ჩამქრალია.