ავტორი:

"შენს შვილს აუტისტური სპექტრი აქვს, მაგრამ შენ, როგორც მშობელი მზად არ ხარ, ბევრი რამ უნდა ისწავლო..." - მარკ კუკურეია ცხოვრების გამოწვევაზე

"შენს შვილს აუტისტური სპექტრი აქვს, მაგრამ შენ, როგორც მშობელი მზად არ ხარ, ბევრი რამ უნდა ისწავლო..." - მარკ კუკურეია ცხოვრების გამოწვევაზე

მარკ კუკურეია, რომელიც დღეს ფეხბურთის სუპერვარსკვლავია, არა მხოლოდ წარმატებული სპორტსმენის მაგალითია, არამედ სამაგალითოა როგორც მშობელი. ის ღიად საუბრობს თავისი ოჯახური ცხოვრების, ასევე შვილის შესახებ, რომელიც აუტისტური სპექტრისაა და საზოგადოებას იმ გამოწვევების შესახებ ესაუბრება, რომელთან გამკლავებაც უწევს.

  • მას შემდეგ, რაც მარკ კუკურეიამ ესპანეთთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, მედიაში ვრცელდება ფეხბურთელის 2025 წლის ვიდეო ჩანაწერი, სადაც ის ვაჟის, მატეოს შესახებ საუბრობს.

"კარგი, შენი შვილი აუტისტია, მაგრამ მშობლები ამისთვის მზად არ არიან. ჩვენ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. მატეო ძალიან მგრძნობიარეა", - ამბობს კუკურეია. მისი თქმით, მშობლობას არავინ ასწავლის და ბევრ რამეს ბავშვთან ურთიერთობისას თვითოონ სწავლობს. მატეოს შესახებ საუბრისას ფეხბურთელი ცრემლებს ვერ იკავებს.

ამავე ვიდეოში საუბრობს ფებურთელის მეუღლეც და ამბობს, რომ ადრეული ასაკიდანვე შენიშნეს, რომ ბავშვი სხვა მოზარდებისგან განსხვავდებოდა.

"სკოლიდან დიდი მხარდაჭერა არ მიგვიღია. ეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული თვეები იყო. ყოველდღე მატეოსთან ერთად დავდიოთ სკოლაში, ამ დროს ორსულად ვიყავი და სახლში ტირილით ვბრუნდებოდით.

ცვლილებები მისთვის ძალიან რთულია. როდესაც ყველაფერი ერთბაშად იცვლება - სხვა ადგილი, სხვა გრაფიკი, სხვა საკვები, სხვა გეგმების ქონა და სკოლაში ან თერაპიაზე არ სიარული - ამასთან შეგუება უჭირს.

ის ძალიან მგრძნობიარეა. მუდმივად მატეოზე უნდა იფიქრო. ზოგჯერ არის რაღაცები, რისი გაკეთებაც გვსურს, მაგრამ არ შეგვიძლია, რადგან ეს მისთვის კარგი არ იქნება", - ამბობს კუკურეიას მეუღლე, კლაუდია.