ავტორი:

80 000-ზე მეტი ევაკუირებული და ათასობით ჰექტარი გადამწვარი ტყის მასივი - სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთსა და ესპანეთში მასშტაბური ხანძრები მძვინვარებს: გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა

80 000-ზე მეტი ევაკუირებული და ათასობით ჰექტარი გადამწვარი ტყის მასივი - სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთსა და ესპანეთში  მასშტაბური ხანძრები მძვინვარებს: გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა

საფრანგეთსა და ესპანეთში მასშტაბური ტყის ხანძრების გამო 80 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

მადრიდმა ქვეყანაში ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, საფრანგეთის ხელისუფლებამ კი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკურორტო ზონიდან მოსახლეობისა და ტურისტების როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო გზებით სრული ევაკუაციის ბრძანება გასცა.

მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე კაპ-ფერეს (Cap Ferret) ნახევარკუნძულზე გაიცა, სადაც “ინტენსიურმა და სრულიად პროგნოზირებადმა“ ხანძარმა უკვე 12 500 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა.

ესპანეთის მთავრობამ ისტორიაში პირველად გამოაცხადა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა ტყის ხანძრის გამო და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მადრიდის გარეუბანში ორი მსხვილი ხანძრის კერა გაერთიანდა, მესამე კი მათთან გაერთიანების ზღვარზე იმყოფება. სამხრეთ ევროპაში კვლავ გაუსაძლისი სიცხე და უკიდურესი სიმშრალე ნარჩუნდება

  • “რეგიონის ისტორიაში ყველაზე მძიმე ხანძარი“

ორივე ქვეყანამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა.

“ეს ჩვენი რეგიონის ისტორიაში ყველაზე მძიმე ხანძარია. უპრეცედენტო ვითარებაში ვიმყოფებით, ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის შერწყმამ სრული კატასტროფა გამოიწვია“, - განაცხადა მადრიდის რეგიონის ლიდერმა, ისაბელ დიას აიუსომ.

ჟირონდის პრეფექტურის ცნობით, ორი დღის განმავლობაში კაპ-ფერეს ხანძრის ზონიდან 44 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის არის ათასობით ტურისტიც, რომლებიც კემპინგებსა და გაქირავებულ სახლებში იმყოფებოდნენ.

პარასკევს გემებმა ასობით ადამიანი ნახევარკუნძულის ნავსადგურებიდან გადაიყვანეს, რადგან არსებობდა საფრთხე რომ ცეცხლი ერთადერთი სახმელეთო გზას გადაჭრიდა.

არკაშონის ყურის ჩრდილოეთით, სოფელ საუმოსთან დაწყებულ ხანძარს 800-მდე მეხანძრე-მაშველი და 4 ერთეული სპეციალიზებული თვითმფრინავი ებრძვის, თუმცა ბორდოდან დასავლეთით 40 კილომეტრში მდებარე კერა ჯერ კიდევ არ არის ლოკალიზებული.

მეორე მსხვილი ხანძარი სამხრეთით, პოპულარულ კურორტ ბისკაროსთან (Biscarrosse) მძვინვარებს. ლანდის პრეფექტის, ჟილ კლავრულის თქმით, ცეცხლმა 2 500 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა, რის გამოც 25 000-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ხანძრის ლოკალიზებას 600-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.

“ფრონტის ხაზი ძალიან ცუდად გამოიყურება. ძირითადი კერის წინ უამრავი ახალი ხანძარი ჩნდება. ვითარება უკიდურესად დინამიური და არახელსაყრელია“, - დასძინა კლავრულმა.

  • კლიმატური რეკორდები და საერთაშორისო მხარდაჭერა

2022 წელს სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ტყის ხანძარმა 30 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა და 50 000 ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია. ახლანდელმა ორმა ხანძარმა, მშრალ ამინდისა და ძლიერ ქარის პირობებში , სანაპიროს ფიჭვნარების უზარმაზარი მასივი მოიცვა, სადაც ცეცხლის ალის სიმაღლე 10 მეტრს აღწევს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვითარებას “უკიდურესად მძიმე“ უწოდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ზომისა და ინტენსივობის 32 ხანძარი მძვინვარებს. წელს უკვე გადამწვარია 50 000 ჰექტარი, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს თითქმის ოთხჯერ აღემატება.

ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის (EFFIS) მონაცემებით, ევროკავშირში ხანძრების მაშტაბებმა წლის ამ პერიოდისთვის არსებული ყოველგვარი რეკორდი მოხსნა . 22 ივლისისთვის გადამწვარი ფართობი ბოლო ორი ათწლეულის საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

  • ვითარება ესპანეთში

ესპანეთის მთავრობამ ეროვნული საგანგებო მდგომარეობა ხუთშაბათს საღამოს მას შემდეგ, გამოაცხადა, რაც ხანძარი დედაქალაქთან და მეზობელ ავილას პროვინციაში მდებარე დასახლებებს დაემუქრა. შედეგად, ღამითა და პარასკევ დილას 19 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ხანძრის ერთდროულად გაჩენამ, რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების რესურსების მობილიზების აუცილებლობამ განაპირობა.

ეროვნული საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ცენტრალურ მთავრობას საშუალებას აძლევს, რეგიონების უფლებამოსილებები თავად გადაიბაროს, აქამდე მხოლოდ ერთხელ 2025 წლის აპრილის საყოველთაო ელექტროენერგიის გათიშვის (ბლექაუტის) დროს გამოცხადდა.

მადრიდის რეგიონულმა მთავრობამ ასევე ითხოვს დახმარებას და სიტუაციას “უკიდურესად მძიმედ“ აფასებს. მათი ცნობით, სულ მცირე ოთხ აქტიურ ხანძრის კერას უკვე გააჩნია იმის პოტენციალი, ამ მომენტისთვის არსებულ ქრობის შესაძლებლობებს გადააჭარბოს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მონკლოას სასახლეში საგანგებო შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტო გააფრთხილა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ახალი ხანძრების გაჩენის საფრთხე ქვეყნის უმეტეს ნაწილში “კვლავ უკიდურესად მაღალი“ რჩება.

წყარო