ავტორი:

რუმინეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილმა F-16-მა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

რუმინეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილმა F-16-მა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

24 ივლისს რუმინულმა F-16 ტიპის გამანადგურებელმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო პატრულირების დროს გამანადგურებელმა დრონს “ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტა ესროლა.

თავდაცვის უწყების განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატი რადარებმა შავ ზღვაზე, პარასკევს24 ივლისს დილით, დაახლოებით 09:40 საათზე დააფიქსირეს. ამის შემდეგ იგი დასავლეთით, საპორტო ქალაქ სულინასა და ქალაქ ბუზეუს მიმართულებით გადაადგილდებოდა.

სიტუაციის მონიტორინგისთვის რუმინულ F-16-ებთან ერთად ჰაერში იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ორი Eurofighter Typhoon- იც აფრინდა, რომლებიც მიხაილ კოგალნიჩანუს ავიაბაზაზე იმყოფებიან. უპილოტო აპარატისთვის გზის გადაჭრა დედაქალაქ ბუქარესტის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დასახლება პადინას მახლობლად მდებარე “დაუსახლებელ ზონაში“ მოხდა, რის გამოც პილოტმა ცეცხლის გახსნა ყოველგვარი რისკის გარეშე შეძლო.

ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

წყარო