ავტორი:

ექიმი გიორგი ახობაძე პოლიციამ სახლში დააკავა

ექიმი გიორგი ახობაძე პოლიციამ სახლში დააკავა

ექიმი გიორგი ახობაძე პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა. მას დღეს სასამართლომ 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

კერძოდ, გიორგი ახობაძე სასამართლოში Facebook-ზე გამოქვეყნებული კომენტარის გამო დაიბარეს. შსს მას ვატო შაქარიშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერას ედავება.

ამასთან, 2026 წლის, 8 ივლისს გიორგი ახობაძე ანალოგიურ საქმეზე სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა.