საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
სოციალურ ქსელში მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ დენი გაითიშა რეგიონებშიც.
შეგახსენებთ, 24 ივლისსაც, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის გათიშვის ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა.