საუდის არაბეთის პრინცის გარდაცვალების მიზეზი დადგინდა - ლონდონის კორონერის სასამართლოს გამოძიების თანახმად, 29 წლის აბდულა ბინ ფაჰად ბინ აბდულა ბინ აბდულაზიზ ბინ ჯალავი ალ საუდი ძლიერი ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ერთდროულად მიღების შედეგად გარდაიცვალა.
აბდულა ალ საუდი 2025 წლის 25 ნოემბერს ლონდონის კენსინგტონის რაიონში მდებარე Marriott-ის სასტუმროში, საკუთარი ნომრის აბაზანაში, მოახლემ უგონო მდგომარეობაში იპოვა. ადგილზე მისულმა პარამედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გამოძიებისას ასევე გაირკვა, რომ გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე პრინცმა ალკოჰოლსა და მედიკამენტებზე დამოკიდებულების გამო მკურნალობა გაიარა.
სასამართლომ დაადგინა, რომ გარდაცვლილს არც მწვავე და არც ქრონიკული დაავადება არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზის მიხედვით, სიკვდილის უშუალო მიზეზი გულის გაჩერება გახდა, რომელიც ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ერთობლივმა ზემოქმედებამ გამოიწვია.