"ენგურჰესის" დირექტორი, ლევან მებონია ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მიზეზებს განმარტავს. როგორც ის "ტვ პირველთან" ამბობს, იმერეთში 500-კილოვატიანი ხაზი გამოირთო და "ენერგოსისტემა მთლიანად დაიშალა".
ენგურჰესი უკავშირდება ელექტრონულ სისტემას ზესტაფონამდე ამ ხაზით. ძალიან დიდი ტვირთი გადიოდა - რომ გამოირთო, დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა. ავარიის აღდგენის პროცესში ვართ", - აცხადებს მებონია.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება. პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას" , - ნათქვამია ინფორმაციაში.