მახინჯაურში, ზღვაში ნაპოვნი, სავარაუდო, საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, ნაპოვნი მასალა ექსპერტიზაზეა გადატანილი, რომლის დასკვნის საფუძველზეც დადგინდება მისი სახეობა და წარმომავლობა.