ავტორი:

ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო - სუს-ი განცხადებას აქვეყნებს

ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო - სუს-ი განცხადებას აქვეყნებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

კერძოდ, უწყების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს".

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ეტაპობრივად განახორციელებს.

  • საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა.

"ენგურჰესის" დირექტორი, ლევან მებონია ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მიზეზებს განმარტავს. როგორც ის "ტვ პირველთან" ამბობს, იმერეთში 500-კილოვატიანი ხაზი გამოირთო და "ენერგოსისტემა მთლიანად დაიშალა".

"ხაზი გამოირთო 500 კილოვატიანი, იმერეთის. მე რავიცი ახლა მიზეზი, სადღაც მოხდა მოკლე ჩართვა, ვაერთებთ აგრეგატებს და აღდგება მალე.ენგურჰესი უკავშირდება ელექტრონულ სისტემას ზესტაფონამდე ამ ხაზით. ძალიან დიდი ტვირთი გადიოდა - რომ გამოირთო, დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა. ავარიის აღდგენის პროცესში ვართ", - აცხადებს მებონია.