ოსკაროსანი მსახიობი ნიკოლ კიდმანი იტალიის ქალაქ პორტოფინოში, ახალ რჩეულთან, კერძო საინვესტიციო ბიზნესმენ მაიკლ რაინშტაინთან ერთად დააფიქსირეს. წყვილი Belmond Splendido Hotel-ში აუზის პირას ისვენებდა. გასულ შაბათ-კვირას ისინი იმავე სასტუმროში, ნომრის გარეთ, საუბრის დროსაც გადაიღეს.
59 წლის კიდმანს ლურჯი ბიკინი, გამჭვირვალე თეთრი ზედა, თეთრი შორტები, Chanel-ის ფეხსაცმელი ეცვა.


მაიკლ რაინშტაინი ლოს-ანჯელესში დაბადებული ინვესტორია. 2013 წელს მან საკუთარი გლობალური კერძო საინვესტიციო კომპანია დააარსა, სადაც ამჟამად თავმჯდომარისა და მთავარი საინვესტიციო დირექტორის პოზიციას იკავებს.
მედიის ინფორმაციით, კიდმანი იტალიაში შვილებთან ერთად იმყოფება. ამასთან, ახლო წრის წარმომადგენელმა გამოცემა The Times-ს განუცხადა, რომ მსახიობი განქორწინების შემდეგ ცხოვრების ახალ ეტაპზეა და ბედნიერების პოვნაზეა კონცენტრირებული.



„არასდროს უფიქრია, რომ მისი ქორწინება ასე დასრულდებოდა. ყველაფერს აკეთებდა ოჯახის შესანარჩუნებლად, თუმცა ახლა წინ იყურება. შვილები მისი ყველაზე დიდი საყრდენები არიან და საკუთარ ცხოვრებაში თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობს“, — აღნიშნა წყარომ.
ნიკოლ კიდმანმა მუსიკოს კიტ ურბანთან განქორწინების შესახებ განცხადება 2025 წლის სექტემბერში, თითქმის 20-წლიანი ქორწინების შემდეგ შეიტანა. განქორწინების პროცესი 2026 წლის იანვარში დასრულდა.