ბათუმი-ქედის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ორივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბათუმის კლინიკებში გადაიყვანა.
სოფელ ერგეში, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.