ვრცელდება ვიდეო, სადაც ვერაზე, სროლის შედეგად, დაჭრილი ახალგაზრდები ჩანან - "მესამე ვერ დგება...ვაიმე, ხომ კარგად არის?"

ვრცელდება ვიდეო, სადაც ვერაზე, სროლის შედეგად, დაჭრილი ახალგაზრდები ჩანან - "მესამე ვერ დგება...ვაიმე, ხომ კარგად არის?"

ვრცელდება ვიდეო, სადაც ვერაზე, სროლის შედეგად, დაჭრილი არასრულწლოვნები ჩანან. მათი თანაკლასელი, რომელიც საჭეს მართავდა იკითხავს: ცოცხალია თუ არა უგონო მდგომარეობაში მყოფი - ნიკოლოზ ღუნაშვილი. დაჭრილია საბა გრიგოლიაც.

"მეორე მხარშია დაჭრილი და ის მესამეც ვერ დგება, ვაიმე, ხომ კარგად არის?" - ისმის ვიდეოში.

სრული სიუჟეტის ნახვა შეგიძლიათ "ფორმულაზე".

მძიმე დანაშაულში ბრლადებულის დედა იმ ღამის დეტალებს იხსენებს, როცა მისმა შვილმა არასრულწლოვნებს ცეცხლი გაუხსნა. დოდო ოდიშარია ამბობს, რომ ახალგაზრდებს შენიშვნა ხმაურის გამო თავად მისცა, თუმცა ქალმა არ იცოდა რომ მისი შვილი ყველაფერს ისმენდა.

ცნობისთვის, 22 ივლისს ვერაზე მომხდარი სროლის დროს სულ ოთხი ადამიანი დაიჭრა. ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

42 წლის ნიკა კაპანაძემ ვერაზე არასრულწლოვნებს ცეცხლი გაუხსნა. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმის მიზეზი მოზარდების სიცილი გახდა.