“საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მეორე გათიშვა ხელისუფლებამ “საბოტაჟს” მიაწერა, ვნახავთ, ეს პრორუსული ავტორიტარული რეჟიმი როგორ გამოიყენებს ამ ბრალდებებს,“ - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მეორე გათიშვა ხელისუფლებამ “საბოტაჟს” მიაწერა. მომავალში ვნახავთ ეს პრო-რუსული ავტორიტარული რეჟიმი როგორ გამოიყენებს ამ ბრალდებებს. ელოდეთ, რომ ახალ შიდა და გარე მტრებს გამოძებნიან… ყველას, რუსეთის გარდა!” - წერს ზურაბიშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.