ავტორი:

ქუთაისთან სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა - არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები: რა ხდება ცნობილი

ქუთაისთან სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა - არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები: რა ხდება ცნობილი

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ არგვეთასთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.

კადრებს "ფეისბუქ გვერდი" "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.