ალვანში, მამის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ პავლე ლაგაზიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა პროკურორმა დააყენა, რაც მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ სრულად დააკმაყოფილა.
ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა, მის წინააღმდეგ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.