გურჯაანის მუნიციპალიტეტში 38 წლის კაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 38 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
ადგილობრივების ცნობით, კაცი სახლში მარტო ცხოვრობდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ის სოფელში არ გამოჩენილა და არც სატელეფონო ზარებს უპასუხა, რის შემდეგაც მეზობლებმა მიაკითხეს და გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.