ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ზესტაფონის ორ სამედიცინო დაწესებულებაში - "ფერომედსა" და "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.
"უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია ჰქონდა, იდაყვის სახსარში. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადმოყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ტურისტები თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ. შემთხვევა სოფელ არგვეთასთან რამდენიმე საათის წინ მოხდა. სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.