ყვარელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაშავდა - მძიმეა დაშავებულთაგან ერთის, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა

ყვარელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაშავდა - მძიმეა დაშავებულთაგან ერთის, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

  • დაშავებულთაგან ერთის, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ალაზნის ხიდთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ორივე ავტომობილში მყოფებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

ოთხივე მათგანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, დაშავებულებს უტარდებათ ყველა შესაბამისი მკურნალობა და მედიკოსები ახალგაზრდა ქალის მდგომარეობის დასტაბილურებას ცდილობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.