ამ წუთებში ლილოს მიმდებარედ ხანძარია (ვიდეო)

ამ წუთებში ლილოს მიმდებარედ ხანძარია (ვიდეო)

ამ წუთებში, ლილოს მიმდებარედ, სოფელ ნასაგურში, სასაწყობე შენობაში ხანძარია.

  • წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე, სადაც ძლიერი დაკვამლიანებაა, სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კადრებს სოციალურ ქსელში მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.