"ეჭვმიტანილის ვინაობა ჩვენთვის უკვე ცნობილია" - ახალი დეტალები ბერლინის ცენტრში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე

"ეჭვმიტანილის ვინაობა ჩვენთვის უკვე ცნობილია" - ახალი დეტალები ბერლინის ცენტრში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე

ბერლინის ცენტრში პრაიდის ღონისძიების დროს ხალხში ავტომობილით შეჭრაში ბრალდებული მამაკაცი, პოლიციის ვარაუდით, ისლამისტი ექსტრემისტია. შემზარავი შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 16 კი - დაშავდა.

თავდასხმის შემდეგ კაცი ადგილიდან მიიმალა, თუმცა როგორც პოლიციამ განაცხადა, ისინი დამნაშავის კვალს უკვე ადგანან.

"ეჭვმიტანილის ვინაობა ჩვენთვის უკვე ცნობილია. როგორც გავიგეთ, დამნაშავე ბერლინის ისლამურ წრეში ტრიალებს და მას ძალიან მალე ვიპოვით",- განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა ფლორიან ნათმა.

ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია როგორც 21 წლის აბდულ ბ.

პოლიცია ასევე იძიებს შემთხვევებს, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ მსხვერპლს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებიც ჰქონდა. თუმცა, ამ ჩვენებებიდან დასკვნების გამოტანა ნაადრევია და ხელისუფლება თვითმხილველებს სთხოვს, პოლიციას თავდასხმის ადგილიდან ვიდეო ან ფოტო წარუდგინონ.

ბერლინში ამოქმედდა კრიზისული ცხელი ხაზი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტრაგიკული მოვლენის შემდეგ საყვარელ ადამიანებს ვერ პოულობენ.

წყარო: nypost.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა