ავტორი:

ცნობილია ყვარელში, ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალის ვინაობა

ცნობილია ყვარელში, ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალის ვინაობა

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალი სოფელ გავაზის მკვიდრი, 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია.

ექიმის ინფორმაციით, მას საავადმყოფოში მიყვანის დროს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

  • ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ალაზნის ხიდთან მოხდა - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ორივე ავტომობილში მყოფებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. დაშავებულებს შორის 2 არასრულწლოვანია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.